ქუთაისის მერის ბრძანების თანახმად, მითითებულ მისამართებზე მხოლოდ A3
ფორმატის სააგიტაციო მასალა დაიშვება.
ქუთაისის მერიის მიერ გამოყოფილ სპეციალური ადგილების ნუსხას, სადაც
პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პლაკატების განთავსება შეუძლიათ,
ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.
ადგილობრივ თვითმმართველობას ადგილების ჩამონათვალის მითითებას, სადაც
სააგიტაციო მასალების გაკვრა დასაშვებია ან იკრძალება, "საარჩევნო
კოდექსი" ავალდებულებს.
ქუთაისის მერის 2016 წლის 13 ივნისის ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის
არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, ბეჭდვითი სააგიტაციო
მასალების განთავსება ქუთაისში, წერეთლის ქუჩიდან სადგურის მოედნამდე
არსებულ საყრდენ კედელზე შეუძლიათ.
გარდა მისა, საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ პლაკატები შემდეგ
მისამართებზე მითითებულ სტენდებზეც გააკრან:
ავტომშენებლის ქუჩა #33–ის წინამდებარე ტროტუარზე;
გამარჯვების მოედანზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის
ტერიტორიის წინამდებარე ტროტუარზე;
გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის დასაწყისში, წითელი ხიდის სამხრეთით
ავტოსადგომთან მდებარე სკვერში;
26 მაისის ქუჩა #43–ში მდებარე შენობის წინამდებარე ტროტუარზე;
ლეონიძის ქუჩა #4–ის მიმდებარედ არსებულ ტროტუარზე (ატს–ის შენობის
დასავლეთით);
ლ. ავალიანის ქუჩა #2–ის წინამდებარე ტროტუარზე;
ახალგაზრდობის გამზირის მე–5 შესახვევში მდებარე თვითმმართველი
ერთეულის "მუხნარის ტერიტორიული ორგანოს" ადმინისტრაციული შენობის
მიმდებარე გაზონში;
ანჯაფარიძისა და ფოთის ქუჩების კვეთაზე არსებულ გაზონში (სადერევაციო
არხის მიმდებარედ);
ვაჟა–ფშაველასა და კიკვიძის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში;
თაბუკაშვილისა და ოცხელის ქუჩების კვეთაზე, ტროტუართან (არხის
მიმდებარე ტერიტორია);
სულხან–საბას გამზირი #9–ის დასავლეთით არსებულ ტერიტორიაზე;
ნიკეას ქუჩის #32–34 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის
აღმოსავლეთით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს არსებულ გაზონში.
ქუთაისის მერის ბრძანების თანახმად, მითითებულ მისამართებზე მხოლოდ A3
ფორმატის სააგიტაციო მასალა დაიშვება.
მასალის გამოყენების პირობები