სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებას ორი დღის მანძილზე
პროგნოზირებენ
მიმდინარე წლის 16 ივნისს საქართველოში წვიმა, ზოგან ძლიერი სეტყვაა
მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +21, +26° - მდე დაიკლებს,
აღმოსავლეთ საქართველოში +25, +30° იქნება.
"ტემპერატურა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში დაბლობში და მთიან
რეგიონში დაიკლებს. ნალექების ინტენსივობა თანდათან შემცირდება,
მაგრამ სრული გამოდარება რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელი არ
არის," - აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ
სამსახურში.
სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 18 ივნისიდან ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები