პენსიის ზრდა 2016 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული.
პირველი ივლისიდან ასაკობრივი პენსია 20 ლარით გაიზრდება და 180 ლარი
გახდება.
როგორც "ქუთაისიპოსტს" საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში
განუცხადეს, პენსიის ზრდა 2016 წლის ბიუჯეტით იყო
გათვალისწინებული.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ასევე, კომპენსაცია გაეზრდებათ
ძალოვნებს.
მომატებული ასაკობრივი პენსიით საქართველოს მასშტაბით სულ 712 957
პირი, ხოლო კომპენსაციით 15 378 ძალოვანი ისარგებლებს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, შესაძლოა გაზრდილი
პენსიით ისარგებლონ შშმ პირებმაც.
თუმცა, ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა მთავრობის დადგენილებაზეა
დამოკიდებული.
საქართველოში ასაკობრივი საპენსიო ზღვარი ქალებისთვის 60 წელი, ხოლო
მამაკაცებისთვის 65 წელია.
ასაკობრივი პენსიის რაოდენობა ამ დრომდე 160 ლარია.
https://mostbet-games.net/pk/
მასალის გამოყენების პირობები