შესაძლოა, თამბაქოს ნაწარმის ხილვად ვიტრაჟებზე გამოფენაც
შეიზღუდოს.
თამბაქოს მოხმარებაზე, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს და
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მწეველთათვის სპეციალური
ადგილების გამოყოფა სავალდებულო გახდეს.
ჩამოთვლილ აკრძალვებს ითვალისწინებს ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც
პარლამენტის ბიუროს დეპუტატმა, გუგული მაღრაძემ ორი დღის წინ
წარუდგინა.
მაღრაძის თქმით, აკრძალვები შეეხება რესტორნებს, კაფეებსა და
სასტუმროებს. ასევე, შესაძლოა თამბაქოს ნაწარმის ხილვად ვიტრაჟებზე
გამოფენაც შეიზღუდოს.
დეპუტატმა, ბიუროს სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით
განხილვა მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები