ახალი ამბები
ნაყინი 10 თეთრით გაძვირდა
FaceBook
ჭიქის ნაყინის ფასი ამ დროისთვის 60 თეთრს შეადგენს.

პროდუქტის გაძვირებას ქუთაისელი რეალიზატორები უარყოფითად აფასებენ. მათი თქმით, ნაყინის რეალიზაცია, გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია.

"10 თეთრით გაძვირებამ მომხმარებელზე იმოქმედა. ძალიან ბევრი მოდის და მომატებულ ფასს რომ ვეუბნებით, უკან ბრუნდება. გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა," – ამბობენ რეალიზატორები.

2016 წლის ზაფხულის სეზონზე ჭიქის ნაყინის გაძვირებას მწარმოებელი კომპანიები ევროპის ბაზარზე ნედლეულის გაძვირებით ხსნიან.

"ევროპის ქვეყნებიდან შემოდის ის ნედლეული, რაც ნაყინის წარმოებისთვის აუცილებელია. წელს მომწოდებლებმა ფასები აწიეს, რაც პირდაპირ კავშირშია ნაყინის გაძვირებასთან. ეს პატარა ზრდა აისახა პროდუქციაზეც," - განმარტავს კომპანია "ბარამბოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თაკო ნიბლაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

ნაყინის მწარმოებელ საწარმოში ამბობენ, რომ ფასების მომატება მიმდინარე წელს მოსალოდნელი არაა.

"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მარაგების ხარჯზე მომხარებელს დაბალი ფასი მივაწოდოთ და შევინარჩუნოთ დღეს არსებული ფასები," - აცხადებენ კომპანია "ბარამბოში".




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.