ჩემპიონატი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, მიმდინარე წლის 16 ივნისს
დაიწყება.
ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის მე–3 საჯარო სკოლის 4 მოსწავლე
ესტონეთში, კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
დავით გვენეტაძემ, საბა ნემსაძემ, ნიკო კიბორძალიძემ და თამაზ
მეძველიამ ეს უფლება საქართველოს სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვების
შემდეგ მოიპოვეს.
"კარგი განწყობით მივდივართ, იქ ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ და ვასახელოთ
საქართველო,"–ამბობს მე–3 საჯარო სკოლის მოსწავლე, თამაზ
მეძველია.
ვაჟთა ნაკრებს გამარჯვება ქალაქის მერმა მიულოცა, რომელმაც
კალათბურთის პოპულარობის ზრდაზე ისაუბრა.
"ქუთაისის ისტორიაში წელს კალათბურთში ჩემპიონები გავხდით. ასევე,
სიმბოლურია, რომ ჩვენი სკოლა საქართველოს ჩემპიონია და უკვე ევროპის
მასშტაბითაც იასპარეზებენ,"– განაცხადა შოთა მურღულიამ.
სკოლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში, ესტონეთის დედაქალაქ
ტალინში, მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები