ახალი ამბები
ქუთაისში საზაფხულო სკოლა გაიხსნა
FaceBook
მოსწავლეები და სტუდენტები საქართველოს 11 ქალაქიდან ქუთაისში, საზაფხულო სკოლაში შეიკრიბნენ.

პროექტის 26 მონაწილე 2 დღის განმავლობაში ეფექტურ კომუნიკაციაზე, პრეზენტაციის ტექნიკებზე, პროფესიულ ორიენტაციაზე, კარიერულ წინსვლასა და სოციალური მეწარმეობის არსზე ინტენსიური სწავლების კურსს გაივლიან.

"კარგია, რომ სხვადასხვა ქალაქებიდან ვართ, რადგან აზრებს გავუზიარებთ და უკეთესადაც გავუგებთ ერთმანეთს,"–ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, გიორგი კოპალიანი.

საზაფხულო სკოლაში ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული ახალგაზრდული ცენტრის წევრები მონაწილეობენ.

"სკოლის მიზანია საშუალება მისცეს ახალგაზრდულ ცენტრებს აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში, შეძლონ კარიერული მიზნების დასახვა, გამოიმუშავონ ლიდერული და პრეზენტაციული უნარ-ჩვევები, ხელშეწყობილი იქნას ახალგაზრდების პიროვნული პოტენციალის რეალიზება და პირადი რესურსების ეფექტიანი მართვა,"–განმარტავს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის კოორდინატორი, ეკა არველაძე.

საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-სსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამას იმერეთის რეგიონში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) ახორციელებს. EscortStars
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.