ინჟინერიის სფეროში მომუშავე კომპანიებსა და აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
"ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მანქანათმშენელობა - ამ მიმართულებების
განვითარების კუთხით ეს კიდევ ერთი წინ გადადმული ნაბიჯია.
"მერსედესის", "ვოლვო თბილისის" და სხვა კომპანიების წარმომადგენლები
ჩვენი სტუმრები არიან. ასევე, იმერეთში არსებული დაწესებულებები,
რომლებიც სამშენებლო კუთხით მუშაობენ. მათ სჭირდებათ არა მარტო
ინჟინრები, არამედ ეკონომისტები, იურისტები და ა.შ. ეს კარგი შანსია
ჩვენი სტუდენტებისთვის სტაჟირება გაირონ ან დასაქმდნენ წარმატებულ
ბიზნეს ორგანიზაციებში," – განაცხადა საინჟინრო–ტექნიკური ფაკლუტეტის
დეკანმა, ფრიდონ გოგიაშვილმა.
წარმოდგენილი კომპანიებიდან ჰიდროელექტროსადგური შპს "ვარციხე 2005"
ერთ-ერთია, სადაც წერეთლის უნივერსიტეტის სტუდეტები სტაჟირებას
გაივლიან.
"ჩვენ ყოველთვის გვჭირდება პროფესიონალი კადრები. მიხარია, რომ
ამიერიდან გვექნება შესაძლებლობა ცოდნა გავუზიაროთ და ჩვენს
კომპანიაში დავასაქმოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ უნივერსიტეტში
სწავლობენ," - აცხადებს "ვარციხე 2005"-ის დამფუძნებელი, ზაზა
უდესიანი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მემორანდუმი 14 კომპანიასთან
გააფორმა.
მასალის გამოყენების პირობები