ახალი ამბები
ქუთაისის მერიის შესასვლელში შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობა იწყება
FaceBook
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის ცენტრალურ შესასვლელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პანდუსის მოწყობა იწყება. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, პანდუსის მოწყობის სამუშოები ერთ კვირაში დაიწყება.
"მერიის ადმინისტრაციული შენობასში შესვლის მსურველებს დროებით მოუწევთ მეორე შესასვლელით სარგებლობა," – განაცხადა ქუთაისის მერმა.
მერიის ცენტრალური შესასვლელის გარდა, პანდუსი #31 და #6 საჯარო სკოლების შესასვლელებში, ბუხაიძის ქუჩაზე #4 სახლის და ნიკეას ქუჩის II შესახვევის #7ბ-I და 7ბ-II შენობის შესასვლელებშიც მოეწყობა.
KutaisiPost
პანდუსი ქუთაისის მერიის ცენტრალურ შესასვლელში

ქუთაისში ეტლით მოსარგებლე პირებისთვის პანდუსების მოსაწყობად მერიამ 28 363 ლარად შეფასებული ტენდერი გასული წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა. თუმცა, თავის დროზე აღნიშნული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. დაინტერესებულმა კომპანიამ შპს "ტაინამ" დისკვალიფიკაცია დოკუმენტაციის გამო მიიღო.
პანდუსის მოსაწყობად მერიამ ტენდერი მეორედ გასული წლის 25 დეკემბერს გამოაცხადა, რომელშიც შპს "ფირმა იმედმა" გაიმარჯვა. კომპანია აღნიშნული სამუშაოების შესრულებაში 27 777 ლარს მიიღებს. "ფირმა იმედის" 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ნესტორ ფრუიძეა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ვალდებულია ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოები ხელშეკრულების დაადებიდან 40 დღის განმავლობაში განახორციელოს.
ქუთაისის მერმა ასევე, განმარტა, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე მინის ლიფტის დამონტაჟება, რომლითაც მხოლოდ შშმ პირები ისარგებლებენ.
დეა მანაგაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, არამდგრადი და ცივი ამინდია მოსალოდნელი.
11:44 / 07.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, არამდგრადი და ცივი ამინდია მოსალოდნელი.
15:41 / 05.04.2025
"დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე დაგვიბრუნდება გელათის სამონასტრო კომპლექსი ხარაჩოების, დროებითი კონსტრუქციების გარეშე, სრულად აღდგენილი და ყველა კიდევ ერთხელ ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნის ამ უძვირფასესი მემკვიდრეობით,“ - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.