"ფერები და ტონები ქუთაისისთვის სპეციალურად შევარჩიე".
თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი
"ქარავან არტ -ფორუმი 2016" –ის ფარგლებში
ქუთაისში ორი კედელი მოიხატა. ფრანგმა მხატვრებმა ვინი გრაფიტმა,
ალექს პერემ და მოსკოველმა ზურა არაბიძემ ანაზღაურების გარეშე
იმუშავეს.
"მხატვრებს ჰონორარი არ აუღიათ", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
ქუთაისში
ე.წ. მონ-პლაზირის მიმდებარე კედლები თანამედროვე
ხელოვნების ფესტივალის "ქარავან არტ-ფორუმი 2016" ფარგლებში
მოიხატა.
"ყოველთვის ამ პერსონაჟს ვიყენებ, მაგრამ ქუთაისისთვის სპეციალურად
შევარჩიე ფერები და ტონები. ეს ის პერსონაჟია, რომელიც რამდენიმე წლის
წინ შევქმენი და ის დამყვება ყველგან სადაც უნდა წავიდე. პერსონაჟი
ქუთაისში სამოგზაუროდ პირველად ჩამოვიყვანე", - აღნიშნა ვინი
გრაფიტიმ.
თანამედროვე ხელოვნების ფორუმში ათზე მეტი ქვეყნის ოცამდე მხტვარი
მონაწილეობდა.
ფესტივალის მთავარი ორგანიზატორი ქუთაისის მერია გახლდათ. თანამედროვე
ხელოვნების ფორუმი ქალაქს
50 000 ლარი დაუჯდა.
მასალის გამოყენების პირობები