საქართველოში უმუშევრობის დონე 5 % -ით შემცირდა.
ეს მონაცემები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ
ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოში 2016 წელს მოსახლეობის წილი, ვინც
უმუშევრად თვლიდა თავს, 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, 5 %-ითაა
შემცირებული.
კერძოდ, ანალიზის მიხედვით, მიმდინარე წელს გამოკითხულთა 35 %
მიიჩნევს, რომ დასაქმებულია, 65 % კი უმუშევარია.
გასულ წელს გამოკითხულთა 30 % თვლიდა თავს დასაქმებულად, ხოლო
დაუსაქმებლად 70%.
ქვეყანაში დასაქმების კუთხით არსებული ვითარების შესახებ კვლევა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმდინარე წლის 4 ივნისს
გამოაქვეყნა.
კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ორგანიზაციის დაკვეთით
მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა და საქართველოში 2032 ადამიანი
გამოკითხა.
როგორც ავტორები აღნიშნავენ, ეს მაჩვენებელი განსაზღვრულია მხოლოდ და
მხოლოდ გამოკითხულთა თვითაღქმაზე - არიან თუ არა დასაქმებულები და არ
შეიძლება ამ მონაცემებით უმუშევართა რაოდენობის ზუსტი განსაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები