თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით
გაზმომარაგება შეიზღუდება.
ბუნებრივი აირის მიწოდება სოფლების ქვედა სიმონეთის, ზედა სიმონეთის,
ბარდუბნის სათემო უბნისა და ძევრის მოსახლეობას შეუწყდება.
"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, შეზღუდვა გაზსადენზე დაგეგმილ
სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს უკავშირდება.
აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე, 8 ივნისიდან
12 ივნისის საღამოს 18:00 საათამდე ეტაპობრივად მიეწოდებათ.
კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს ბოდიშს უხდის
დისკომფორტისთვის. ასევე, მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ
გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ ბუნებრივი აირის
დანადგარები.
მასალის გამოყენების პირობები