6 ივნისს უკრაინაში ჟურნალისტის დღეს აღნიშნავენ, რომლის დაწესება
ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ლეონიდ კრავჩუკს უკავშირდება.
1994 წლის 25 მაისს, მისი ბრძანების საფუძველზე, 6 ივნისი უკრაინელ
ჟურნალისტთა დღედ გამოცხადდა.
თარიღის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა. ამ დღეს, ბრიუსელში
"უკრაინელ ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი" ხმათა უმრავლესობით
"ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის" წევრად აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები