2016 წელს გარემოს დაცვის დღის ღონისძიებებს ანგოლა უმასპინძლებს.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
ამ დღეს მსოფლიოს 100–ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
5 ივნისის არჩევა კი სტოკჰოლმში გაერთაინებული ერების ორგანიზაციის
კონფერენციას დაემთხვა, რომელიც გარემოს პრობლემებს დაეთმო.
შეხვედრაზე გაერო–ს შესაბამისი პროგრამის ამუშავების გადაწყვეტილება
მიიღეს.
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე 1973 წლიდან აღინიშნება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყოველწლიურად ამ დღის აღსანიშნავად
სხვადასხვა სახელმწიფოებს, განსხვავებული თემას, დევიზსა და ლოგოს
ირჩევს.
2016 წელს გარემოს დაცვის დღის ღონისძიებებს ანგოლა უმასპინძლებს,
სადაც 25 წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ სპილოების სახეობების
აღდგენას ცდილობენ.
გარემოს დაცვის დღის მიმდინარე წლის თემა კი უკანონო ვაჭრობაა,
რომელიც მარტორქებისა და ვეფხვების სახეობების გადაშენებას საფრთხეს
უქმნის.
მასალის გამოყენების პირობები