კომპანიების წარმომადგენლები, ქუთაისის სერვისცენტრს როგორც საუკეთესო
პრაქტიკის მაგალითს ეწვივნენ.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრს 10
ქვეყნის (ავღანეთი, სომხეთი,აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი,
მონღოლეთი,პაკისტანი,თურქმენეთი, უზბეკეთი) 40-მდე წარმომადგენელი
ეწვია.
"აზიის განვითარების ბანკის" ორგანიზებით, უსაფრთხოების სისტემების
საერთაშორისო სემინარის ფარგლებში, სტუმრები წყალმომამრაგების
კომპანიაში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. დელეგაციის წევრებმა
წყლის ახალი რეზერვუარი და სატუმბი სადგური
დაათვალიერეს.
უცხოური კომპანიების წარმომადგენლები, ქუთაისის სერვისცენტრს, როგორც
საუკეთესო პრაქტიკის მაგალითს ეწვივნენ.
"ქუთაისი შევარჩიეთ, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი. გვინდა
სხვებსაც ვაჩვენოთ როგორი სტანარტებია დანერგილი აქ. ვიზიტის მიზანია,
წევრმა ქვეყნებმა პრაქტიკაში გამოიყენონ ქუთაისის
მიღწევები"-განაცხადა "აზიის განვითარების ბანკის" წარმომადგენელმა,
ინდირა სიმბოლონმა.
"მოხარულები ვართ, რომ "აზიის განვითარების ბანკმა" თავისი
დაფინანსების ქვეშ მყოფ 36 ქვეყანას შორის ჩვენ შეგვარჩია,
როგორც სამაგალითო. მათი დახმარებით ეფექტური და საინტერესო პროექტებს
ვახორციელებთ ქუთაისში",-განაცხადა "გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორმა გიორგი კობერიძემ.
მიმდინარე წლის ნოემბერში, მანილაში გამართულ ცენტრალურ ვორქშოპზე,
ქუთაისის სერვისცენტრი წარმოდგენილი იქნება, როგორც საუკეთესო
პროექტის ავტორი.
მასალის გამოყენების პირობები