ქუთაისის საჯარო სკოლებში ტესტირების მიმდინარეობას თბილისიდან
ჩამოსული სპეციალური ჯგუფი დააკვირდება.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს ხვალ 21
მაისს, დილის 9 საათიდან ჩაბარებენ.
ტესტირება საჯარო სკოლებში ხუთი დღის მანძილზე გაიმართება და მე-12
კლასელებს 9 საგანის ჩაბარება მოუწევთ.
საატესაციო გამოცდები 21 მაისს ქართული ენა-ლიტერატურასა და
გეოგრაფიაში, 22 მაისს უცხო ენებსა და ბიოლოგიაში, 23 მაისს ისტორიასა
და ფიზიკაში, 25 მაისს მატემატიკაში, ხოლო 25 მაისს ქიმიაში
ჩატარდება.
ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძეს
ინფორმაციით, ხვალ ქუთაისის საჯარო სკოლებში ტესტირების მიმდინარეობას
თბილისიდან ჩამოსული სპეციალური ჯგუფი დააკვირდება.
ხვალამდე მოსწავლეებს მოსამზადებელი ე.წ. პრეტესტი დღეს 13:00 საათზე
ჩაუტარდებათ.
ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც სასწავლო პროცესი
დღეს შეწყდა.
მასალის გამოყენების პირობები