ქუთაისში ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ოფისებთან
დილიდან რიგებია.
პენსიის ასაღებად ადგილზე მისული მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს
და ბანკის ხელმძვანელობას სიტუაციის გამოსწორებისკენ მოუწოდებს.
"სულ ხალხმრავლობაა ხოლმე რომ მოვდივარ. ზოგს ჯანმრთელობის სერიოზული
პრობლემები აქვს, ძლივს დადიან და არ უნდა იყოს ასეთი რიგები ბანკში"-
ამბობს ქუთაისში მცხოვრები პენსიონერი ნუნუ იმედაძე.
"ლიბერთი ბანკში" აცხადებენ, რომ რიგები პენსიების გაცემის პერიოდს
უკავშირდება.
"ყველა პენსიონერს აქვს ლიბერთი ბანკის ბარათი და ბანკომატით
შეუძლიათ ისარგებლონ, თუმცა, რატომღაც ამას არ მიმართავენ"-
აცხადებენ "ლიბერთი ბანკში".
2016 წლის 1 მაისის მონაცემებით, ქუთაისში სულ 31 825 ასაკით
პენსიონერია.
მასალის გამოყენების პირობები