ფეროშენადნობთა ქარხნაში დასაქმებულები რვა პუნქტიანი მოთხოვნის
შესრულებას მიოთხოვენ.
ზესტაფონში არსებულ ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულები მიმდინარე
წლის 9 მაისიდან უავადო გაფიცვას აანონსებენ. პროტესტის მიზეზი
კოლექტიური ხელშეკრულებაა, რომლის დადების სანაცვლოდ "ჯორჯიან
მანგანეზის" ადმინსიტრაცია დასაქმებულებს ერთი პუნქტის შეტანას
სთხოვს.
"გვეუბენიან, რომ კოლექტიურ ხელშეკრულებას იმ შემთხვევაში
გაგიფორმებთ, თუკი კოლექტიურ ხელშეკრულებაში ჩაიწერება იძულებითი
მოცდენის საკითხი. ისეთი ვარიანტია ჭიათუარაში რომ არის. იძულებითი
მოცდენის დროს ქარხანა გადავა სპეციალური მუშაობის რეჟიმზე. ესენი
იძულებით მოცდენას არქმევენ იმას, რომ თვითღირებულება უფრო მეტია,
ვიდრე პროდუქტი. სახელმწიფოს აბრალებენ, რომ ელექტროენერგიას იაფად არ
გვაძლევენო", - ამბობს ფეროში დასაქმებული, კახა მაჩიტიძე.
შეწყდეს იმერეთის მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა
პროფესიული კავშირის წევრის შანტაჟი და დევნა, ყოველწლიურად
განხორციელდეს ხელფასების ავტომატური ინდექსაცია სტატისტიკის
დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მაჩვენებლის მიხედვით -
ეს არის რვა პუნქტიან მოთხოვნებს შორის ყველაზე
მთავარი,
რომელიც ფეროში დასაქმებულ მუშებს აქვთ.
იციან თუ არა მოსალოდნელი უავადო გაფიცვის შესახებ და როგორია
"ჯორჯიან მანგანეზის" ადმისტრაციის პოზიცია "ქუთაისიპოსტი" ცდილობდა
კომპანიის პიარის ხელმძღვანელის, ზაქარია ზალიკაშვილისგან ინფორმაციის
მიიღებას. თუმცა, ზალიკაშვილს ტელეფონი გამორთული აქვს.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულები ორი თვის წინ
სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და
ხელფასების მომატებას ითხოვდნენ.
ამ დროისთვის ფეროში 1804 ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო
ხელფასი 500 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები