ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარე წლის
20 მაისს მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი
გაიმართება.
მუსიკალური საღამო თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის
"ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2016" ფარგლებში გაიმართება.
ქუთაისელი მაყურებელი ანიტა რაჭველიშვილისა და კომპოზიტორისა და
დირიჟორის, ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივ პროექტს "Cross Over the World"
იხილავს, რომლის პრემიერა 2014 წელს ნიუ იორკში გაიმართა.
საღამოს მონაწილეა ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სრული შემადგენლობით,
ასევე მონაწილეობას მიიღებენ ალტისტი გიორგი ცაგარელი და ცნობილი
მესაყვირე დავით შამანაური.
შესრულდება არიები ლეგენდარული კომპოზიტორების ოპერებიდან და
კლასიკური ნაწარმოებების ორიგინალური საორკესტრო ვერსიები, რომელთა
ავტორიც ნიკოლოზ რაჭველი გახლავთ.
მასალის გამოყენების პირობები