გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში 70 ღონისძიებაა
დაგეგმილი.
გვირილობის დღესასასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის რეაბილიტირებულ
უბანში, სცენა უკვე მონტაჟდება.
სცენაზე მიმდინარე წლის 3-4 მაისს სხვადასხვა კულტურული ღონისძიება
გაიმართება.
ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებული
სადღესასწაულო პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია ქუჩის
კონცერტის გამართვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ
ზანდა კიკვაძისა და
თიკო ბარაბაძის ბენდები, ასევე ნ. კუბლაშვილის მუსიკალური
ჯგუფი "ქართული ეფექტი".
რეაბილიტირებულ უბანში გაიმართება სამეჯლისო ცეკვების საჩვენებელი
გამოსვლაც.
ქუთაისში გვირილობის დღესასწაული სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისში
იღებს, რომელიც ტრადიციულად 2 მაისს აღინიშნება. თუმცა, მიმდინარე
წელს გვირილობის, იგივე ორმაისობის დღესასწაულს
3 მაისს აღინიშნავენ.
სადღესასწაულო
ღონისძიებები 7 მაისის ჩათვლით გრძელდება. როგორც
ქალაქის მერიაში განმარტავენ ქუთაისქალაქობა სამ მაისს იმ მიზეზით
აღინიშნება, რომ მიმდინარე წლის 2 მაისი ბრწყინვალე კვირეულის
დასაწყისს, ორშაბათს ემთხვევა. ამიტომ ორი მაისი მიცვალებულთა
საფლავების პატივგებას დაეთმობა.
"გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და
საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების
გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს
დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის
დღესასწაულად გადაიზარდა.
გვირილობის
დღესასწაულისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია.
მასალის გამოყენების პირობები