წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ვანდალური ფაქტები პერიოდულად
ფიქსირდება.
როგორც წყალტუბოს "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის
წარმომადგენლები ამბობენ,
პარკში დაზიანებულია სკამები, მწყობრიდანაა
გამოსული გარე განათების ბოძები. ასევე, მუდმივად ხდება ტერიტორიის
დაბინძურება.
ტერიტორიის ვანდალური ქმედებებისგან დასაცავად, წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის გამგეობა პარკში სათვალთვალო კამერებს დაამონტაჟებას
გეგმავს.
"პარკში ვიდეოკოტროლის უზრუნველსაყოფად, გაგეობამ უკვე გამოაცხადა
ტენდერი. გამარჯვებული კომპანია შეარულებს საუშაოებს და პარკიც დაცული
იქნება ვანდალიზმისგან," - აცხადებენ წყალტუბოს გამგეობაში.
მათივე ინფორმაციით, ვანდალურ ფაქტებზე დაწყებულია გამოძიებაც.
მასალის გამოყენების პირობები