შეიქმნება ღვინის დაძველების სივრცე.
საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
ახალი ინიციატივით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საწურბლიას მღვიმეში
ტურისტული სივრცის მოწყობა იგეგმება.
გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსტროს ინფორმაციით
საწურბლიას მღვიმეში მოეწყობა "ღვინის ტურები".
შეიქმნება ღვინის დაძველების სივრცე, სადაც მსურველებს შესაძლებლობა
ექნებათ დააგემოვნონ ღვინო .
სამინისტროს ინფორმაციით საწურბლიას მღვიმეში ტურისტული სივრცის
მოწყობის პროექტი უკვე მზად არის და ის ეკონომიკის სამინისტროშია
გადაგზავნილი . "თუ ეკონომიკის სამინისტროსგან იქნება თანხმობა,
პროექტი წარედგინებათ ბიზნესმენებს. თუ ბიზნესის მხრიდან მოხდება
დაინტერესება, სწორედ მაშინ მათ მიერ მოეწყობა საწურბლიას მღვიმეში
ღვინის დაძველების სივრცე ." განაცხადეს გარემოს და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროში.
როგორც, სამინისტროში აცხადებენ საწურბლიას მღვიმეში, ასევე,
მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი.
მასალის გამოყენების პირობები