"თანამედროვე საზოგადოების მომავალი ეს არ არის არსებობა ხვალ", - აღინიშნა საჯარო ლექციაზე "ჩვენ გვაქვს მომავალი".
ლექცია ორგანიზაცია "მოძრაობა დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის" ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართა.
აღნიშნული ლექცია ამავე ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ორგანიზებით გაიმართა. იგი 30-ე ლექციაა, რომელსაც ანდრო ბარნოვი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ატარებს.
"არ ვართ შეთანხმებული მიზნებზე, არ ვიცით რა ვაკეთოთ. ამიტომ გვჭირდება ლიდერები, რომლებიც ამ მიზნებს დაგვისახავენ. ჩვენთვის მომავალი არის მომავალი დრო. ნაკლებად გვაქვს გათვლები და გეგმები. ჩვენი მომავალი გადღაბნილია მარადისობაში", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.
ანდრო ბარნოვის თქმით, ქართული საზოგადოების ძირითადი პრობლემა რაციონალურ საზოგადოებად ჩამოუყალიბებლობაში მდგომარეობს.
"ჩვენი მომავალი უნდა ეფუძნებოდეს ხედვებს, რწმენებს და ჩვენ, როგორც საზოგადოება, უნდა ვიყოთ შეთანხმებული ძირითად პრინციპებზე, რომელზე დაყრდნობითაც ვაშენებთ ხვალინდელ დღეს", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.
ლექცია ინტერაქტივში გადაიზარდა, რომელშიც დამსწრე პუბლიკა ჩაერთო.
ეკა კუხალაშვილი
მასალის გამოყენების პირობები