40 წუთიანი ფილმი ქალთა მკვლელობის რამდენიმე ფაქტს მოიცავს
შეცდომა, რომელიც იწვევს სიკვდილს და რომელსაც უშვებენ
სამართალდამცავები, როცა დროულად და სათანადოდ არ რეაგირებენ
ძალადობის ფაქტებზე.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ფემიციდზე მომზადებული
დოკუმენტური ფილმის ჩვენება ქუთაისში გამართა.
40 წუთიანი ფილმი მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიერ ქალთა მკვლელობის
რამდენიმე ფაქტს მოიცავს.
პოლიციელი მეუღლის მიერ ტაბელური იარაღით მოკლული 22 წლის სალომე და
19 წლის სოფო, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ქალთა
მიმართ ძალადობის გახმაურებული ეს და სხვა ფაქტები საზოგადოებას
აიძულებს იფიქროს დანაშაულის მიზეზებზე და მათი პრევენციის
გზებზე.
სალომეს, სოფოს და სხვა ფემიციდის მსხვერპლი ქალების ოჯახის წევრებმა,
რომლებმაც პირადი ტრაგედიები განიცადეს, ზუსტად იციან ვინ არის
დამნაშავე.
სახელმწიფო, რომლისთვისაც მუქარა არ არის საქმის აღძვრის საკმარისი
მოტივი, სახელმწიფო, რომელიც ითხოვს ფაქტებს და სახელმწიფო, რომელიც
მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა ეს ფაქტები უკვე ჩადენილი
დანაშაულია.
თუმცა, მიზეზებს მოკლული ქალების ოჯახის წევრები საკუთარ თავშიც
ხედავენ.
"მე ვარ დამნაშავე, დროულად რომ არ ჩავერიე ჩემი დის საქმეში და რომ
არ წამოვიყვანე ოჯახიდან, სადაც ძალადობის მსხვერპლი იყო. არ უნდა
გაგვეთხოვებია მცირე ასაკში",-ამბობს სოფოს ძმა.
მცირე ასაკში დაოჯხება, პრობლემის არასათანადოდ აღქმა და ძალადობის
იგნორირება ოჯახის საქმეში არჩარევის მოტივით- ეს შეცდომები სალომეს,
სოფოს და სხვა მოკლული ქალების ოჯახებმა მხოლოდ ტრაგედიის შემდგ
დაინახეს.
ქალთა მკვლელობა ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ფაქტები ამბობენ
სათქმელს. აქ თავად სიკვდილია ფაქტი.
მასალის გამოყენების პირობები