იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში იტალიური წარმოების
სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გამოფენა გამართა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ღონისძიების
მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამოფენაში მსოფლიოში ცნობილი ფირმები
იღებდნენ მონაწილეობას: Ferrari, IDEAL, LUCCHINI, FORIGO, bassi,
spedo.
ადგილზე მისულ სტუმრებს თანამედროვე სტანდარტების მქონე ტექნიკის
დათვალიერებისა და იტალიური მწარმოებლების წარმომადგენლებთან
მოლაპარაკებების უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ.
ღონისძიების მიზანს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ
სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენდა.
სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გამოფენას ესწრებოდნენ: საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმართველ
ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი
ამაშუკელი, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორები, საქართველოში
იტალიის საელჩოს წარმომადგენელი, მეწარმეები და სხვა დაინტერესებული
პირები.
მასალის გამოყენების პირობები