ახალი ამბები
უკლებას კედლის ნახატის წაშლის მიზეზებზე ინფორმაციას წყალტუბოს გამგეობა და სამხატვრო სკოლა არ ფლობს
FaceBook
ნახატის წაშლის მიზეზსა და შემსრულებელზე ინფორმაცია არა აქვს სამხატვრო სკოლის დირექტორ ავთანდილ ჯიბუტს.

წყალტუბოს სამხატვრო სკოლის კედელზე მხატავრ ლია უკლებას ნახატი გადაღებეს.

ნახატის წაშლის მიზეზსა და შემსრულებელზე ინფორმაცია არა აქვს სამხატვრო სკოლის დირექტორ ავთანდილ ჯიბუტს. მისი თქმით, თავადაც გაოცებული დარჩა, როდესაც კედელზე ნახატი წაშლილი დახვდა.

თუმცა როგორც ჯიბუტი აღნიშნავს კედელი, რომელზეც ნახატი შესრულდა არ ეკუთვნის სამხატვრო სკოლას.

"სამხატვრო სკოლის შენობა ნაწილ-ნაწილ გაიყიდა წლების წინ. შენობის რამდენიმე კონკრეტულ ფართს თავისი მეპატრონეები ყავს. 5-7 მესაკუთრე მაინც იქნება. მათგან ნაწილი უცხოეთშია. თუმცა არა მგონია მათგან რომელიმეს ეს ნახატი წაეშალა", - ამბობს ავთანდილ ჯიბუტი.

მხატვარი ლია უკლება აღნიშნავს, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ამ ნახატს ჩუმად ვერავინ გადაღებავდა, დიდი კედლის შეღებვას დაჭირდებოდა ხარაჩო და საკმაო დრო.

" წესით, ყველას უნდა დაენახა და შეემჩნია თუ ვინ ღებავდა კედელს და ანადგურებდა ნახატს. თანაც ჩემივე საღებავითაა გადაღებილი, ეს ფერი ჩემი შეზავებულია და ბუნებრივია ვიცანი", -აღნიშნავს ლია უკლება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ზაზა ძნელაძე განმარტავს, რომ ლია უკლებას ნახატის წაშლის შესახებ ინფორმაციას გამგეობა არ ფლობს და სამხატვრო სკოლის საქმიანობაში მათი მხრიდან ჩარევა არ ხდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:05 / 16.04.2025
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელიც ერთი თვის წინ თავს გაკოტრებულად აცხადებდა, შესაძლოა მიწისქვეშა სამუშაოები განაახლოს.
ჭიათურაში, 17 აპრილს, 15:00 საათზე, მაღაროელები რიგით მეხუთე
მასშტაბურ აქციას გამართავენ.
10:07 / 16.04.2025
ჭიათურაში, 17 აპრილს, 15:00 საათზე, მაღაროელები რიგით მეხუთე მასშტაბურ აქციას გამართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.