საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ნაკრების
შემადგენლობა დაასახელა.
ვლადიმერ ვაისმა მისთვის სადებიუტო ამხანაგური მატჩისთვის, რომელიც
მიმდინარე წლის 29 მარტს ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება,
20 ფეხბურთელი გამოიძახა.
ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა ქუთაისის "ტორპედოს" მეკარე როინ
კვასხვაძე.
ვლადიმერ ვაისმა ტორპედოელთა მეკარის ნაკრებში გამოძახების
გადაწყვეტილება 18 მარტს გორში გამართულ "ცხინვალისა" და "ტორპედოს"
საფეხბურთო მატჩზე დასწრების შემდეგ მიიღო.
როინ კვასხვაძე ამ დრომდე ქვეყნის ეროვნული ნაკრების კარს სამჯერ
იცავდა, მანამდე კი ის საქართველოს ასაკობრივი გუნდებში
თამაშობდა.
საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ყაზახეთის წინააღმდეგ ეროვნული გუნდის
მთავარი მწვრთნელი კიდევ რამდენიმე მოთამაშეს 21 წლამდე ნაკრებიდან,
სან მარინოსთან 23 მარტს დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ დაიმატებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები
22 მარტიდან სასტუმრო "ჰუალინგში" შეიკრიბება. სავარჯიშო პროცესს კი
თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სავარჯიშო
მოედანზე გაივლის.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ვლადიმერ
ვაისმა შეკრიბა, ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი"
რუსეთი), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), როინ კვასხვაძე
("ტორპედო" ქუთაისი)
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო
თბილისი), უჩა ლობჟანიძე ("დინამო თბილისი"), სოლომონ კვერკველია
("რუბინი", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("სკა-ენერგია", რუსეთი),
გურამ კაშია ("ვიტესი",ჰოლანდია)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი",
საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი), ალექსანდრე
კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი,
რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი
("ესქიშეჰირსფორი", თურქეთი), ნიკა ძალამიძე ("რიზესფორი", თურქეთი),
ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია
("დუისბურგი", გერმანია)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია),
მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ქვილითაია ("დინამო
თბილისი)
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი "დინამო არენაზე" 29 მარტს, 21 საათზე
ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები