ჩაის
პლანტაციების რეაბილიტაცია
პროგრამის
"ქართული ჩაის" ფარგლებში
განხორციელდება.
საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბლიტაცია იწყება. მთავრობის
გადაწყვეტილებით, ჩაის პლანტაციების
რეაბილიტაცია
პროგრამის
"ქართული ჩაის" ფარგლებში განხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 3 მილიონ
ნახევარ ლარს შეადგენს. პროგრამის შესახებ ინფორმაცია, იმერეთის
სამხარეო ადმინიატრაციაში ჩაის კოოპერატივებისა და იმერეთის რეგიონის
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს
წარმომადგენლებმა გააცნეს.
პროგრამის "ქართული ჩაის" მენეჯერის, ლევან უროტაძის განმარტებით,
პროგრამაში ჩართვა მხოლოდ კოოპერატივებსა და იურიდიულ ორგანიზაციებს
შეეძლებათ. უროტაძის ინფორმაციით, თავის მხრივ პროგრამაში მონაწილეობა
კოოპერატივებისთვის მკაცრად არის განსაზღვრული.
"უფრო მკაცრები ვართ კოოპერატივების მიმართ, რადგან არიან ისეთი
კოოპერიტივები, რომლებიც რეალურად არ ფუნქციონირებენ და მხოლოდ
ქაღალდზე არიან. შესაბამისად, ჩვენ მკაცრად გავწერეთ ის კრიტერიუმები,
რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არის აუცილებელი", -
განმარტა შეხვედრაზე "ქართული ჩაის" მენეჯერმა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ჩაის კოოპერატივები უნდა ფლობდნენ
3-დან 5 ჰექტრამდე ჩაის პლანტაციებს. ასევე, უნდა ჰქონდეთ შესაბამისი
შენობა, სადაც შეძლებენ ჩაის გადამზადებას ან თუკი შენობა არ აქვს, 24
თვის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს გეგმა, რომ შეძლებენ ჩაის
გადასამუშავებლად საჭირო შენობის აშენებას და მის აღჭურვას.
ანალოგიური გეგმის წარდგენა მოუწევთ იურიდიული ორგანიზაციის
წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ "ქართული ჩაის" პროგრამაში
მონაწილეობა, ოღონდ იმ განსხვავავებით, რომ გეგმის წარდგენის ვადა
მათთვის 3 წლით არის განსაზღვრული.
საბუთების წარდგენის შემდეგ
პროგრამის ფარგლებში, ჩაის პლანტაციების
ლაბორატორიული შემოწმება ადგილზე ხდება.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად
ხორციელდება. პირველი ეტაპი წარმოადგენს არსებული პლანტაციების
რეაბილიტაციას, მეორე ეტაპი მათ ტექნიკურ აღჭურვას და შემდგომი ეტაპი
პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებას ითვალისწინებს.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას სოფლის სამინისტროს მიერ შერჩეული
კომპანიები განახორცილებენ.
"მხოლოდ ის კომოანიები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ჩაის პლანტაციების
რეაბილიტაციის, რადგან ჩაის პლანტაციას სპეციფიკური მიდგომა
სჭირდება", - განმარტეს შეხვედრაზე.
პროექტის ფარგლებში განზაღვრულია ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციოდ
თანადაფინანსება. მაგალითად, კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების
შემთხვევაში იურიდიული პირებისთვის რეაბილიტაციის სამუშაოების 60%
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ხოლო 40%-ის გადახდა კერძო
მესაკუთრეს უწევს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების 80% ფინანსდება სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივებისთვის.
პროგრამა "ქართული ჩაი" სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ინიციატივით საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 15 იანვარს
დაამტკიცა. პროგრამის მიზანია, საქართველოში არსებული ჩაის
პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის
ზრდის ხელშეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები