ახალი ამბები
"თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება" - 9 აპრილს, ქუთაისში, აქცია გაიმართება
FaceBook
ქუთაისში, 9 აპრილთან დაკავშირებით, მოქალაქეები, პროტესტის ჩვეულ ადგილას, მერიის წინ, ისევ შეიკრიბებიან.

პროევროპული აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნებით მოპოვებული დამოუკიდებლობა დღესაც დასაცავია რუსული რეჟიმისგან, ამიტომ სხვებსაც მოუწოდებენ, შემოუერთდნენ აქციას.

"9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაფერია, რისთვისაც ქართველ ხალხს ოდესმე უბრძოლია. იგი ერთდროულად სავსეა ტრაგიზმითა და გამარჯვებით.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, რუსეთმა მშვიდობიანი მომინტიგეების ძალმომრეობითი დარბევა დაიწყო. მტკიცედ მდგარ ქართველ ხალხს უკან დახევაზე არც უფიქრია - უხმოდ ებრძოდა ერთმანეთს ჯარი და უიარაღო ხალხი.

21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა რუსულ აგრესიას. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს (31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე), საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ასე დაიბადა მეორედ საქართველოს რესპუბლიკა, ქართველი ხალხის მიერ პირველი რესპუბლიკის იდეისადმი ერთგულებით.

ქართველი ხალხის ურყევი ნებით მოპოვებული დამოუკიდებლობა დღესაც დასაცავია რუსული რეჟიმისგან! ამიტომ, გელოდებით 9 აპრილს, 19:00 სთ-ზე, ქუთაისის მერიის წინ, პროტესტის ჩვეულ ადგილას. ერთად შევქმნათ დიდებული წამი",- აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში. 

ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უწყვეტი აქციები 132 დღეა, მიმდინარეობს. 




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:34 / 12.04.2025
"ნუ გადაგვიჭრით ფესვებს", "არა სულორი ჰესს", "არა ჰესის მშენებლობას" - ამ სლოგანით ვანის სოფელ სულორში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის
მოწყობა, რომელიც თავდაპირველი ხელშეკრულებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ
უნდა დასრულებულიყო, ახლაც გრძელდება.
12:45 / 12.04.2025
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობა, რომელიც თავდაპირველი ხელშეკრულებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, ახლაც გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.