ტარიფის გაზრდა მოუწია ბიზნესმენ დავით კოსტავას ავტოსადგომის
ხელმძღვანელობასაც
ქუთაისიდან თბილისში წამსვლელ მგზავრებს გაორმაგებული თანხის გადახდა
მოუწევთ. შპს "ოკრიბამ" მგზავრობის ტარიფი გააორმაგა. მიკროავტობუსით
მგზავრობის ღირებულება 5-დან 10 ლარამდე გაიზარდა. ფასის ცვლილება არ
შეხებია ავტობუსს.
შპს "ოკრიბას" ქუთაისის წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ ტარიფის
ცვლილება არ მომხდარა, არამედ, აქცია დასრულდა.
"ბოლო ერთი თვეა 5-დან 7 ლარამდე ღირდა მიკროავტობუსი, მაგრამ აქცია
დასრულდა და დავუბრუნდით ისევ ძველ ფასს",-ამბობს შპს "ოკრიბას"
ქუთაისის მენეჯერი ნუგზარ ყვავაძე.
ტარიფის გაზრდა მოუწია ბიზნესმენ დავით კოსტავას ავტოსადგომის
ხელმძღვანელობასაც. კომპანია იძულებულია, შპს "ოკრიბას", რომელიც
ქუთაისი-თბილისის ხაზზე ფასების მდგენელია, სატარიფო გეგმას
მიყვეს.
როგორც კონკურენტი კომპანიის მძღოლები ამბობენ, აქამდე ტარიფი
მათთვისაც 7 ლარი იყო, ახალ კი იძულებული არიან მგზავრობის საფასური
10 ლარამდე გაზარდონ.
მასალის გამოყენების პირობები