24 მარტიდან, ჭიათურელი მაღაროელები
საპროტესტო აქციების დედაქალაქში გადატანას აპირებენ.
"ორშაბათს, 24 მარტს, მივდივართ
თბილისში, რადგან ჩვენი ხმა უფრო მკაფიოდ გავაგონოთ ხელისუფალს. ეს
ყველაფერი დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ვისაც მშრომელ ხალხზე
გული შეგტკივათ და ვინც ვერ ეგუებით სოციალურ უთანასწორობას,
შეგიძლიათ თანადგომა დონაციით გამოხატოთ", - წერენ პროტესტის
საინიციატივო ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელში.
ჭიათურაში 20 დღეა საპროტესტო აქცია
მიმდინარეობს. მაღაროელები, ადგილობრივებთან ერთად, მადნის
მომპოვებელი კომპანიის "ჯორჯიან მანგანეზისთვის" ლიცენზიის
ჩამორთმევას და საწარმოების სახელმწიფოს მართვაში გადაცემას ითხოვენ.
მშრომელები ხუთი თვეა უმუშევრები არიან, ბოლო ორი თვე კი ხელფასიც არ
აუღიათ. "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ საწარმოების დახურვის შემდეგ,
3500-ზე მეტი მაღაროელი და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
ჭიათურელებს აღარ აქვთ საკვების ფული, ვერ იხდიან კომუნალურ
გადასახადებს და ბანკის ვალებს. ქალაქი, რომლის მოსახლეობის
უმრავლესობა მაღაროშია დასაქმებული, სოციალურ-ეკონომიკური
კრიზისის წინაშეა.
მაღაროელები 20 დღეა "ქართული
ოცნების" ხელისუფლებისგან პროცესებში ჩართვას ითხოვენ, თუმცა,
უშედეგოდ. აქციის მონაწილეებმა ვერც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და
ვერც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ყურადღება ვერ მიიქციეს.
"ქართული ოცნების" მთავრობა უპასუხოდ ტოვებს მაღაროელების მოთხოვნას,
აიძულოს კომპანია დარიცხოს დაგვიანებული ხელფასი და უზრუნველყოს
კომუნალური გადასახადების და საბანკო ვალდებულებების შესრულების
გადავადება.
ჭიათურაში საპროტესტო გამოსვლები 28
თებერვლიდან დაიწყო. მაღაროელები, გასული თვის, ამ დრომდე გაუცემელ
ხელფასს და მადნის მომპოვებელ საწარმოებში, ხუთი თვის წინ
შეწყვეტილი მუშაობის აღდგენას ითხოვდნენ. "ჯორჯიან მანგანეზი"
თანამშრომელთა პროტესტს მეექვსე დღეს გამოეხმაურა და ვრცელი
განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ კომპანიაში მძიმე ფინანსური
კრიზისია, რაშიც ბრალი თავად მაღაროელებს და სოფელ შუქრუთის
მცხოვრებლებს მიუძღვით, რომლებსაც კომპენსაციის მიღების მიზნით, ერთი
წელია მაღაროების ნაწილი აქვთ პიკეტირებული. კომპანიის მომდევნო
განცხადება კი გასული წლის პირველი ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების
საბოლოოდ დახურვას უკავშირდებოდა. "ჯორჯიან მანგანეზის" ეს
გადაწყვეტილება 3500-ზე მეტ მაღაროელს და მათ ოჯახებს შემოსავლის
გარეშე ტოვებს.
ამავე
თემაზე:
მაღაროელები მიხეილ ყაველაშვილს წერილს უგზავნიან და
ჭიათურაში ჩასვლა სთხოვენ
მაღაროელები "ქართული ოცნების"
მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას
ითხოვენ
"მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია" - "ჯორჯიან
მანგანეზის" პასუხი მაღაროელებს
ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზთან"
მოლაპარაკებას არ აპირებენ
"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების
ექვსპუნქტიანი მოთხოვნა
ჭიათურის კრიზისი
"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ
გადაიდგმება, გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს"
"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ თვის ხელფასიც
ჩარიცხონ" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში
ჭიათურელ მაღაროელებს თითქმის განახევრებულ
ხელფასს ისევ უგვიანებენ
„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის
პარადოქსი
მასალის გამოყენების პირობები