ახალი ამბები
"განვიხილავთ ბაზირებული ხომალდების ზრდას ქუთაისში" - Wizz air-ის მმართველი დირექტორი
FaceBook
მიმდინარე წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი დაემატება.

ამის შესახებ Wizz air-ის მმართველმა დირექტორმა როლანდ ტიშნერმა BMG-თან საუბრისას განაცხადა. 

"წელს ჩვენს საბოლოოდ გვეყოლება მეოთხე ბაზირებული ხომალდი. ალბათ იცით, რომ გასულ წელს ერთი ხომალდი გავიყვანეთ, თუმცა საბოლოოდ შევძლებთ მეოთხე ხომალდი დავამატოთ ქუთაისის ბაზას. ასევე ვაპირებთ ჰამბურგისა და მადრიდის მიმართულებებით ფრენების აღდგენას, ხოლო ლიონის მიმართულებით ფრენის დამატებას.

რაც შეეხება სხვა აეროპორტიდან ფრენას, ეს ყოველთვის მსჯელობის საგანია. თბილისის აეროპორტი ძალიან ძვირია, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ მოკლევადიან პერიოდში ამ მიმართულებით განხილვა არ იქნება. რა თქმა უნდა, საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, სადაც ლიდერები ვართ 21%-იანი წილით და თითოეულ შესაძლებლობას, აეროპორტს და ახალ მიმართულებას განვიხილავთ. ასევე განვიხილავთ ბაზირებული ხომალდების ზრდას ქუთაისში", - განმარტა როლანდ ტიშნერმა.

2024 წელს, Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან 1.2 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ამ ეტაპზე, ავიაკომპანია კვირაში 60 სიხშირით ასრულებს ფრენებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 30%-ით შემცირდა 1,334 მლნ.
აშშ დოლარამდე 2024 წლის მდგომარეობით და მოსალოდნელია, შემცირება
მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდეს.
14:00 / 13.03.2025
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 30%-ით შემცირდა 1,334 მლნ. აშშ დოლარამდე 2024 წლის მდგომარეობით და მოსალოდნელია, შემცირება მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდეს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს
ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
13:49 / 13.03.2025
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.