პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, თუ
საპენსიო ასაკს მიღწეული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები
სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავლენ, ერთჯერად
კომპენსაციას მიიღებენ.
ცვლილებების მიხედვით, მათთვის კომპენსაცია პარლამენტის აპარატის
ბიუჯეტიდან გაიცემა, ხოლო კომპენსაციის ოდენობასა და გაცემის წესს,
საკუთარი ბრძანებით, პარლამენტის თავმჯდომარე დაადგენს.
უფრო კონკრეტულად, პროექტის თანახმად, თანამშრომლის პირადი
განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში,
პარლამენტის თავმჯდომარეს ენიჭება უფლებამოსილება, ბრძანებით
დაადგინოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული
თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი.
„აღნიშნული ცვლილება დამატებით სოციალურ პირობებს შექმნის პარლამენტის
აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლებისათვის, რითაც მათ
კიდევ ერთხელ დაუფასდებათ წლების განმავლობაში პარლამენტის
საქმიანობაში შეტანილი წვლილი და ხელი შეეწყობა მათ უკეთ ადაპტირებას
შეცვლილ გარემოსთან“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
პროექტი ავტორი და ინიციატორები არიან: შალვა პაპუაშვილი, დავით
მათიკაშვილი, გიორგი კახიანი, ირაკლი შატაკიშვილი, გრეტა წიწავა და
გურამ მაჭარაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები