ახალი ამბები
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია დაიწყო
FaceBook
მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია, დღეს, 11 მარტის 10:00 საათიდან დაიწყო.
რეგისტრაცია, მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე მიმდინარეობს და ის 2 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით
, ყველა მსურველს უფლება აქვს, აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.

რეგისტრაციისას შესაბამისი გამოცდის არჩევა როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზეა შესაძლებელი. ტესტირებაში მონაწილეობის საფასური კი 50 ლარია. 

პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებისათვის საგნის გამოცდაზე, ხოლო პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებისათვის უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია უფასოა.

როგორც საგამოცდო ცენტრში განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელები რეგისტრაციის საფასურს 2 აპრილის 18:00 საათამდე გადაიხდიან, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია. ასევე, შეიტანონ ცვლილებები სარეგისტრაციო განაცხადში (შეცვალონ საგამოცდო ქალაქი ან გამოცდა). ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია.

"გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში 10 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

თუ გამოსაცდელი არ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით მასწავლებლის განათლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, იგი ტესტირებაში მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის",- განმარტავენ საგამოცდო ცენტრში. 

საგამოცდო პროგრამები და კრებულები იხილეთ ბმულზე.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
13:31 / 26.04.2025
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" აცხადებს, რომ მაღაროელებთან შეთანხმებას მიაღწია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.