ახალი ამბები
"ოცნება" FARA-ს სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე ზედამხედველობისა და კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს – SJC
FaceBook
"ქართული ოცნება“ ამერიკული კანონის - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ - შემოღებას სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე ზედამხედველობისა და კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს,
მიუხედავად იმისა, რომ FARA-ს გონივრული განმარტების პირობებში, ასეთი ორგანიზაციები კანონის რეგულირების ფარგლებს მიღმა უნდა დარჩნენ - ამის შესახებ "სოციალური სამართლიანობის ცენტრში" განმარტავენ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ შეფასებას თუ რატომ არ ვრცელდება FARA სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე და როგორია მისი გამოყენების პრაქტიკა აშშ-ში - https://cutt.ly/Hry3YIuf

1938 წელს FARA-ს მიღების კონტექსტი, ევოლუცია და მისი გამოყენების ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ FARA არა ავტონომიური საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობას არეგულირებს.

ამ ორგანიზაციებს FARA-ს „აგენტის“ დეფინიცია ვერ მოერგება, რადგან ისინი დაფინანსების მრავალფეროვანი წყაროების გამო ვერ აკმაყოფილებენ კანონის ერთ-ერთ კრიტერიუმს – რომელიმე წყაროდან სრულად ან დიდწილად დაფინანსებას. ამის მაგალითია ისიც, რომ 2023 წლის მონაცემებით, აშშ-ში FARA-ს ფარგლებში რეგისტრირებული არაკომერციული იურიდიული პირების წილი 5%-ზე ნაკლებია.

გარდა ამისა, 1960-იანი წლებიდან კანონი პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა: 1966-2015 წლებში იუსტიციის დეპარტამენტმა მხოლოდ 7 კრიმინალური საქმე აღძრა FARA-ს საფუძველზე. კანონის აქტუალობა კი 2016 წელს, ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შემდეგ გაიზარდა.

FARA-ს მსუსხავ ეფექტსა და განჭვრეტადობაზე აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მსჯელობა არასდროს მოუწია, რაც განპირობებულია: 1) 1960-2016 წლებში კანონის ფაქტობრივად შეუსრულებლობით; 2) მისი ვიწრო რეგულირების სფეროთი და მიზნებით; 3) დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით; 4) გამოხატვის თავისუფლებისადმი პოლიტიკური და სამართლებრივი კონსენსუსით. საქართველოში კი, პირიქით, FARA-ს მტრულად განწყობილი პოლიტიკური გარემო, „მიტაცებული“ სასამართლო და გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებისგან დაცლილი სისტემა ხვდება.

დოკუმენტში ასევე წაიკითხავთ:

◾️ როგორი იყო FARA-ს მიზანი და ისტორიული ევოლუცია;

◾️ როგორია FARA-ს რეგულირების სფერო და ვისზე ვრცელდება (და არ ვრცელდება) კანონი;

◾️ როგორ ხდება FARA-ს ინსტრუმენტალიზება;

◾️ რა კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტები ზღუდავს მის გამოყენებას.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიურად მუშაობს შემზღუდავ კანონებზე. პარლამენტმა უკვე გაამკაცრა დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობა. ცვლილებები შეიტანა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ კანონში.

„ოცნების“ გადაწყვეტილებით, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი და შემოიტანა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება, ასევე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ჯარიმები.

ამის პარალელურად "ოცნება" გეგმავს კიდევ უფრო გაამკაცროს კანონმდებლობა საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ასე მაგალითად:

- ყველა კანონიდან ამოიღებენ ნორმებს, რომლებიც საჯარო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას სავალდებულოს ხდის;

- აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „სიტყვასიტყვით ნათარგმნი ვერსიით“ ჩანაცვლდება – 2024 წელს, მეორე ცდაზე, ხმაურით დამტკიცებული „აგენტების კანონი“, რომელსაც საზოგადოებამ „რუსული კანონი“ უწოდა;
შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან;

- დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები - „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად“.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით,
2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023
წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
13:01 / 11.03.2025
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი
ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია
12:51 / 11.03.2025
შემოსავლის გარეშე დარჩენილი ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია "ჯორჯიან მანაგანეზის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.