ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურმა "ჯორჯიან მანგანეზს" საგადასახადო გირავნობა დაადო
FaceBook
შემოსავლების სამსახურმა "ჯორჯიან მანგანეზს" საგადასახადო გირავნობა დაადო.  

აღნიშნულს ადასტურებენ კომპანიაშიც, სადაც აცხადებენ, რომ საუბარია ბიუჯეტთან მიმართებაში არსებულ დავალიანებაზე, კერძოდ, ათეულობით მილიონ ლარზე.

"კომპანია ადასტურებს, რომ შემოსავლების სამსახურმა "ჯორჯიამ მანგანეზს" ნამდვილად დაადო საგადასახადო გირავნობა. საუბარია ბიუჯეტთან მიმართებაში არსებულ დავალიანებაზე - ათეულობით მილიონ ლარზე. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მძიმე ფინანსურ კრიზისში იმყოფება კომპანია",- განუმარტეს "ქუთაისიპოსტს" "ჯორჯიან მანგანეზში".

საგადასახადო გირავნობა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეა. ამ დროს ქონების მფლობელს ამ ქონების გამოყენება არ ეზღუდება, მაგრამ დატვირთულია გირავნობით/იპოთეკით (ანუ ვერ გაასხვისებს ან ვერ აიღებს ახალ ვალდებულებებს ქონების უზრუნველყოფით). 

"ჯორჯიან მანგანეზთან" დაახლოებულმა კომპანია "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდებოდა. კომპანია საბანკო და სახელფასო დავალიანებაზე მიუთითებდა.

"ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა ავტორიტეტული აუდიტორის DMT-ის მიერ მომზადებულმა დასკვნამ, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს. ბოლო წლის განმავლობაში საწარმოების ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა მოსახლეობის მხრიდან მაღაროების პარალიზების გამო. გაჩერებული საწარმოების პირობებშიც კი გვიწევდა თანამშრომლებისთვის ხელფასის 100% გადაგვეხადა. ამ დროის განმავლობაში ხელფასებს ვიხდიდით მოძიებული სესხებით, ეს თანხა ჯამში 83 მილიონამდე ლარს შეადგენს. სწორედ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა კოლოსალურ ზარალამდე, რასაც დაემატა ის, რომ ბანკებმა ახალი სესხების გაცემაზე უკვე უარი გვითხრეს. ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხელფასების გაცემა ვერ მოვახერხეთ.

მინდა განვმარტო, რომ CMC პასუხისმგებელი იყო ჭიათურის საწარმოების მართვაზე და მოპოვების თვითღირებულების შემცირებაზე. ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენი მხრიდან ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მცდელობას თან დაერთო სოციალური წინააღმდეგობა და შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რის გამოც გასული წლის ნოემბრიდან წარმოების სრული გაჩერება მოგვიწია”,- განმარტავდა "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" დირექტორი მაქსიმ მაზურენკო.

კომპანიის მიერ მიწისქვეშა სამუშაოების შეჩერებით, ჭიათურაში შემოსავლის გარეშე დარჩა 3500-ზე მეტი მაღაროელი და მათი ოჯახები. მშრომელები 11-ე დღეა ქუჩაში არიან გამოსული. ისინი ამბობენ, რომ კომპანიას არ მისცემენ საშუალებას, მადნის მოპოვება ღია კარიერული წესით გააგრძელოს.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
13:31 / 26.04.2025
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" აცხადებს, რომ მაღაროელებთან შეთანხმებას მიაღწია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.