ახალი ამბები
პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
FaceBook
სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია, დღეიდან, 10 მარტიდან, დაიწყო.
პირველ ეტაპზე, სკოლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან (21 მარტის ჩათვლით). დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდი 24 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლითაა შესაძლებელი.

II ეტაპზე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით განხორციელდება და ამ ეტაპზე ის ბავშვები დარეგისტრირდებიან: რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში; რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია; რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

III ეტაპი - საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

IV ეტაპზე კი დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლითაა განსაზღვრული.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლიდან, სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში დარეგისტრირებას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

განათლების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
13:31 / 26.04.2025
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" აცხადებს, რომ მაღაროელებთან შეთანხმებას მიაღწია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.