ახალი ამბები
"ბოლომდე"- პროტესტის მეასე დღეს, თბილისსა და რეგიონებში, მასშტაბური აქციები გაიმართება
FaceBook
დღეს, 7 მარტს, ქვეყანაში, პროევროპული აქციების დაწყებიდან 100 დღე გავიდა.

სწორედ ამდენი დღეა, რაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ქუჩაში არაერთი დემონსტანტია გამოსული და ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

ამასთან, მათი მთავარი მოთხოვნაა, "ოცნების" მთავრობამ დაუყონებლივ გაათავისუფლოს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები. 

პროევროპული აქციების მონაწილეები პროტესტის 100-ე დღესაც ქუჩაში გამოვლენ. „ბოლომდე“ - ამ სლოგანით ისინი, თბილისსა და რეგიონებში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამართავენ.

დემონსტრანტები  ამბობენ, რომ სახელმწიფო მათი პროტესტის ჩასახშობად ყველა რეპრესიულ მეთოდს იყენებს, თუმცა ამის მიუხედავად, პროტესტი არ ჩაქრა.

მოქალაქეების თქმით, ვერც შიში, ვერც ძალადობა და ვერც ტერორი ვერ გატეხავს იმ ადამიანებს, ვინც 100 დღეა, თავისუფლების, სამართლიანობისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის. 

"მასობრივი პროტესტის მე-100 დღეს შევიკრიბებით ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საოკუპაციო რეჟიმის გაშვებას და ყველას დავანახებთ, რომ ჩვენ არ შევეგუებით ხელისუფლების უზურპაციას და დიქტატურის
დამყარებას! ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ ქვეყნის მომავლის მოპარვას!",- ამბობენ დემონსტანტები. 

საპროტესტო აქციების განრიგი:


თბილისი:

18:00 - აქცია/მსვლელობა: არქიტექტორები სოლიდარობისთვის! - თბილისის მერია;   

19:00 - სტუდენტების, ლექტორებისა და პროფესორების ერთობლივი აქცია/მსვლელობა - თსუ-ს პირველი კორპუსი;

19:00 - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან;

19:00 - მსვლელობა: თავისუფლება სინდისის პატიმრებს! - პირველი არხის ეზოდან (კოსტავას 68);

20:00 – პროტესტის მეასე დღე: ბოლომდე! - პარლამენტთან;

21:00 - საჯარო ლექცია საპროტესტო აუდიტორიის მიერ - ილიას და აკაკის ძეგლთან;

21:30 – საჯარო დისკუსია: რუსულ რეჟიმთან ბრძოლის 100 დღე - მიღწევები, გამოწვევები, სამომავლო ნაბიჯები - ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ

ახმეტა: 17:00 - პროტესტი: პროტესტის 100 დღე - მერიასთან

გორი: 17:00 - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! - საკრებულოს წინ

ახალციხე: 18:00 - პროტესტი - შოთა რუსთაველის ძეგლთან

ბათუმი: 19:00 - სამშობლოს სამსახურში! - საკონსტიტუციო სასამართლოსთან

ზუგდიდი: 18:00 - ბრძოლა გამარჯვებამდე - სამხარეო ადმინისტრაციის წინ

თელავი: 18:00 - უწყვეტი პროტესტი თელავში - მერიის წინ

ჩხოროწყუ: 20:00 - გაბედე პროტესტი ყოველდღე! - მერიის წინ

ქუთაისი: 18:00 - აქ საქართველო იბრძვის! უწყვეტი პროტესტის 100 დღე! - მერიის წინ

საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით,
2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023
წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
13:01 / 11.03.2025
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი
ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია
12:51 / 11.03.2025
შემოსავლის გარეშე დარჩენილი ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია "ჯორჯიან მანაგანეზის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.