ახალი ამბები
იმერეთში, თოვლის საფარისგან დაზიანებული სახლების აღწერა და ზარალის დათვლა მიმდინარეობს
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობის შედეგად ჩაკეტილი ყველა სოფელი გახსნილია.

როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან დაზიანებული სახლების აღწერა და ზარალის დათვლა მიმდინარეობს. 

ერთკვირიანმა დიდთოვლობამ იმერეთის მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა, როგორც ტრანსპორტით გადაადგილების, ასევე საცხოვრებელი სახლების დაზიანების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით. 

მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა. ჩეკეტილი იყო 150-მდე სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 30 000-მდე აბონენტებს.

განსაკუთრებით რთული იყო ვითარება ბაღდათში, ვანში, ხარაგაულსა და სამტრედიაში, სადაც სამაშველო ჯგუფების მობილიზება გახდა საჭირო. სტიქიასთან ბრძოლაში ჩართული იყო თავდაცვის ძალებიც.

"ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობის შედეგად, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს. დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება - ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.

ამასთან, "ოცნებამ" სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებისთვის, 37 მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან, 58 517 000 ლარი გამოუყო

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით,
2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023
წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
13:01 / 11.03.2025
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი
ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია
12:51 / 11.03.2025
შემოსავლის გარეშე დარჩენილი ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია "ჯორჯიან მანაგანეზის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.