ახალი ამბები
მზია ამაღლობელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
FaceBook
7-საათიანი განხილვის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება, 4 მარტის წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გამაოცხადა. 

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოითხოვეს, მათი დაცვის ქვეშ მყოფისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გაუქმებულიყო, პროკურორები კი აცხადებდნენ, რომ კვლავ ძალაშია „საფრთხე“, მზია ამაღლობელმა „ჩაიდინოს ახალი დანაშაული“, „მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს“ და ამიტომ ის უნდა დარჩეს პატიმრობაში.

საბოლოოდ, მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

განჩინებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა: “პუტინის სასამართლო”, “მონებო”, “სირცხვილია, სირცხვილი” - სკანდირებდნენ ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციამ, 11 იანვარს, გვიან საღამოს, ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა სტიკერის გაკვრის გამო, შემდეგ კი 12 იანვარს ხელახლა დააკავა, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.

ამაღლობელმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 24-ე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის რუსთავის მე-5, ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან „ვივამედში“ გადაიყვანეს.

38-დღიანი შიმშილობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში კი ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში (27 თებერვალს) დააბრუნეს.

ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მას სინდისის პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ევროკავშირი, ათობით საერთაშორისო ორგანიზაცია და არაერთი ქვეყნის მთავრობა.

ფოტო: პუბლიკა













Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
13:31 / 26.04.2025
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" აცხადებს, რომ მაღაროელებთან შეთანხმებას მიაღწია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.