ერთკვირიანი ინტენსიური თოვის შემდეგ, იმერეთის მუნიციპალიტეტში, 4
სოფელი კვლავ გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ოთხივე სოფლის
მიმართულებით მუშაობს ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი
სამუშაოები.
იმერეთის რეგიონში უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა.
მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა.
განსაკუთრებით რთული იყო ვითარება ბაღდათში, ვანში, ხარაგაულსა და
სამტრედიაში, სადაც სამაშველო ჯგუფების მობილიზება გახდა საჭირო.
სტიქიასთან ბრძოლაში ჩაერთო თავდაცვის ძალებიც.
იმერეთმა, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 40 ტონაზე მეტი პროდუქტი
მიიღო, რომელიც 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.
მასალის გამოყენების პირობები