ახალი ამბები
2025 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია
FaceBook
ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა.

„წელსაც, ცენტრის მთავარი რჩევა გამოსაცდელებისათვის იქნება, რომ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას და, რაც მთავარია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ თარიღებს. ამ მხრივ, გამოსაცდელებისათვის წელს გვაქვს მცირე, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანი სიახლე - იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია“,- განმარტა ნინო წერეთელმა. 

მისივე თქმით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge

საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია: 

"ძირითად ეტაპზე - 2 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური და შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 10 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ მათ საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც.

დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეეძლებათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება გამოსაცდელებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge.

აბიტურიენტთა მეტი ინფორმირებულობის მიზნით, 2025 წელსაც გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები გამოსაცდელებისათვის როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება. 

გაითვალისწინეთ, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან. ცენტრი განიხილავს მომდევნო წელს არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ალტერნატიული პროექტის შეთავაზების შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც სრულად მოხდება საგამოცდო პროცესის იმიტაცია",- აღნიშნულია საგამოცდო ცენტრის ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, მასწავლებლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის თარიღები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით,
2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023
წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
13:01 / 11.03.2025
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი
ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია
12:51 / 11.03.2025
შემოსავლის გარეშე დარჩენილი ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია "ჯორჯიან მანაგანეზის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.