ახალი ამბები
"აქ საქართველო იბრძვის"- პროტესტის 100-ე დღეს, ქუთაისში, მასშტაბური აქცია გაიმართება
FaceBook
7 მარტს, უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს, ქუთაისის მერიასთან პროევროპული აქცია გაიმართება.

აქციის მონაწილეები, რომლებიც ცივი ამინდის მიუხედავად, ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან ყოველ დღე იკრიბებიან, 7 მარტსაც, ტრადიციულ ადგილას, 18:00 საათიდან შეიკრიბებიან. 

"7 მარტს უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეა. 100 დღეა, თბილისისა და ქუთაისის რუსთაველზე ისმის ქართველი ხალხის მტკიცე საპროტესტო ხმა: ვითხოვთ ახალ არჩევნებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!

ქართველი ხალხის გასამარჯვებლად სიმტკიცე და ერთობა გადამწყვეტი იქნება. 7 მარტს, ჩვეულ ადგილას (მერიის წინ), 18:00 სთ.-დან გელოდებით ყველას, საკუთარი უფლებებისთვის, სამართლიანობისთვის, ერთმანეთის სოლიდარობისთვის",- განმარტავენ აქციის მონაწილეები.

97-ე დღეა, რაც საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები, ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.

საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.

გზის გადაკეტვისთვის კი ჯარიმები 2024 წლის 30 დეკემბრიდან გაიზარდა. ამ ქმედებაში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციული სახდელი, 500 ლარის ნაცვლად, 5000 ლარი გახდა, ხოლო ორგანიზებისთვის - 5000-ის ნაცვლად 15 000 ლარი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით,
2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023
წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
13:01 / 11.03.2025
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი
ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია
12:51 / 11.03.2025
შემოსავლის გარეშე დარჩენილი ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია "ჯორჯიან მანაგანეზის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.