ახალი ამბები
საქართველოში პური ძვირდება
FaceBook
საქართველოში მასობრივი წარმოების ქარხნული პური ძვირდება.

ინფორმაციას .bpn.ge  ავრცელებს.

მომხმარებლებს დახლებზე პურის კონკრეტულ სახეობებზე 10 თეთრით გაზრდილი ფასი დახვდება. საუბარია, თეთრი პურის სამ სახეობაზე: 410-გრამიანი ბატონი, 530-გრამიანი ბატონი და ამავე გრამაჟობის დაჭრილი პური. ფასის ცვლილებების შესახებ ქსელური სუპერმარკეტების ნაწილს ინფორმაცია უკვე ეცნობა.

რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე სოფო ქაშაკაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ფასების ცვლილება კონკრეტული საწარმოების შემთხვევაში 11-16%-ის ფარგლებშია.
თეთრ ბატონებზე გაზრდილი ფასები მომხმარებლებს დახლებზე 5 მარტიდან დახვდებათ.

ამასთანავე, როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" "საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა, ფასის ცვლილების მიზეზი შესაძლოა, იყოს მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირება და შესაფუთ მასალებზე ფასის ცვლილება, რის გამოც კონკრეტულმა პურის მწარმოებლებმა ფასები დააკორექტირეს.

შეგახსენებთ, რომ მასობრივი წარმოების პურის გაძვირებას წინ ახლა იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის გახანგრძლივების გადაწყვეტილებაც. მთავრობის დადგენილებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 1-ლი მარტის შემდეგაც გრძელდება, ტარიფი კი იზრდება. აქამდე იმპორტირებულ ფქვილზე ტონაზე გადასახადი 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი მარტიდან კი 300 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული, გადაწყვეტილება ძალაში 1 თვის განმავლობაში, 1-ელ აპრილამდე იქნება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
13:31 / 26.04.2025
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" აცხადებს, რომ მაღაროელებთან შეთანხმებას მიაღწია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.