ფინანსთა სამინისტრო, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო
ღონისძიებისთვის, 37 მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონებში
განსახორციელებელი ფონდიდან, 58 517 000 ლარს გამოუყოფს.
შესაბამისი ცვლილება 2025 წლის 30 იანვრის №186 განკარგულებაში
შევიდა, სადაც "ოცნების" მთავრობას სტიქიური მოვლენების
სალიკვიდაციოდ 6 400 000 ლარი, მხოლოდ 8 მუნიციპალიტეტისთვის, ჰქონდა
გამოყოფილი.
მთავრობის 2025 წლის 28 თებერვლის 383-ე განკარგულებით კი სტიქიის
სალიკვიდაციო ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხა 9-ჯერ გაიზარდა და
მუნიციპალიტეტების ჩამონათვალიც გაფართოვდა.
კერძოდ, თანხები გაწერილია ზუგდიდის, ხარაგაულის, გურჯაანის,
სიღნაღის, ახალციხის, საგარეჯოს, ბორჯომის, ახმეტის, სენაკის, ხონის,
ბაღდათის, გორის, თიანეთის, თერჯოლის, წალენჯიხის, კასპის, ლანჩხუთის,
ოზურგეთის, ლენტეხის, მარნეულის, ლაგოდეხის. ყვარლის, ჩოხატაურის,
ვანის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ცაგერის, ქუთაისის, თეთრიწყაროს,
ამბროლაურის, საჩხერის, ხაშურის, ზესტაფონის, თელავის, ადიგენის,
დედოფლისწყაროს, გარდაბნის მუნიციპალიტეტებისთვის.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 855 000 ლარისა;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 120 000 ლარისა;
გურჯაანის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 790 000 ლარისა;
სიღნაღის მუწიციპალიტეტს – არაუმეტეს 650 000 ლარისა;
ახალცინის მუნიციპალიტეტს –არაუმეტეს 400 000 ლარისა;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 439 000 ლარისა;
ბორჯომის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 834 000 ლარისა;
ახმეტის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 195 000 ლარისა;
სენაკის მუწიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 770 000 ლარისა;
ხონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 800 000 ლარისა;
ბაღდათის მუწიციპალიტეტს – არაუმეტეს 3 000 000 ლარისა;
გორის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 222 000 ლარისა;
თიანეთის მუნიციპალიტეტს –არაუმეტეს 380 000 ლარისა;
თერჯოლის მუნიციპალიტეტს — არაუმეტეს 457 000 ლარისა;
წალენჯინის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 270 000 ლარისა;
კასპის მუწიციპალიტეტს – არაუმეტეს 813 000 ლარისა;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 10 000 000 ლარისა;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 400 000 ლარისა;
ლენტეხის მუწიციპალიტეტს – არაუმეტეს 139 000 ლარისა;
მარწეულის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 640 000 ლარისა;
ლაგოდენის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 749 000 ლარისა;
ყვარლის მუწიციპალიტეტს –არაუმეტეს 1 500 000 ლარისა;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 575 000 ლარისა;
ვანის მუწიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 424 000 ლარისა;
მარტვილის მუწიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 500 000 ლარისა;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 400 000 ლარისა;
ცაგერის მუნიციპალიტეტს ― არაუმეტეს 60 000 ლარისა;
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს –არაუმეტეს 1 000 000 ლარისა;
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 4 000 000 ლარისა;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტს –არაუმეტეს 1 950 000 ლარისა;
საჩხერის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 000 000 ლარისა;
ხაშურის მუწიციპალიტეტს – არაუმეტეს 800 000 ლარისა;
ზესტაფონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 800 000 ლარისა;
თელავის მუწიციპალიტეტს – არაუმეტეს 495 000 ლარისა;
ადიგენის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 490 000 ლარისა;
დედოფლისწყაროს მუწიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 700 000 ლარისა;
გარდაბნის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 900 000 ლარისა.
განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
აწერს, აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ, ამ
თანხებიდან მორჩენილი ეკონომია სხვა სტიქიური მოვლენების
შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად
მიმართონ.
"ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობის შედეგად,
მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე
სპეციალური კომისია იმუშავებს. დაზიანებულ
სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც
შეკეთებას არ ექვემდებარება - ალტერნატიული საცხოვრებლით
უზრუნველყოფენ.
ერთკვირიანმა ინტენსიურმა თოვამ დასავლეთ საქართველოს
მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.
ამ დრომდე დაუზუსტებელია როგორც დიდთოვლობით გამოწვეული ზიანი, ასევე
დანგრეული შენობების, მათ შორის საცხოვრებელი სახლების და იმ
მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც სახლიდან გაყვანა დასჭირდა.
მასალის გამოყენების პირობები