ახალი ამბები
ხარაგაულში, მთებში დარჩენილი მესამე პირიც იპოვეს - ის უვნებელია
FaceBook
უხვი ნალექის გამო, მთაში დარჩენილი პირი, რომელსაც, ხარაგაულში, რამდენიმე დღე ვერ უკავშირდებოდნენ, იპოვეს.

როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ოლეგ კოჩაძე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა, დრონების მეშვეობით იპოვეს და ის უვნებელია.

ილეგ კოჩაძეს კიდევ ორ მწყემსთან: ტარიელ ხეცაძესა და გრიგოლ ბერაძესთან ერთად რამდენიმე დღე ეძებდნენ. მწყემსებს, საკრაულას ხეობაში, ნახირი ჰყავდათ გაყვანილი.

სოფელ ხიდარში მცხოვრები ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები თავდაცვის სამინისტროს ძალებმა ორი დღის წინ დაადგინეს, მესამე პირის, ოლეგ კოჩაძის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი კვლავ გრძელდებოდა. 

სამუშაოებში დრონები, ცოცხალი ძალა და ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფიც იყო ჩართული.

იმერეთში, რამდენიმედღიანმა ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა. ბოლო მონაცემებით, ჩაკეტილია 6 სოფელი. 


ამავე თემაზე:


ხარაგაულში ორი ადამიანის ადგილსამყოფელი დაადგინეს, მესამეს ეძებენ

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
13:31 / 26.04.2025
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" აცხადებს, რომ მაღაროელებთან შეთანხმებას მიაღწია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.