გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
კერძოდ, დღეს და ხვალ, 3-4 მარტს, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია
ნალექი, რომელიც შესაძლოა, საღამოს საათებში თოვჭყაპში გადავიდეს.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 4, 6 გრადუსი
დაფიქსირდება, მთაში კი - 0, 2 გრადუსი.
დოდო გვაზავას ინფორმაციით, 5-6 მარტს გამოიდარებს და შედარებით
უნალექო ამინდი იქნება. მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც 6-9
გრადუსამდე. ღამის საათებში კი ყინვაა მოსალოდნელი.
6 მარტს, დღის ბოლოდან, უმეტეს რაიონში კვლავ ნალექია მოსალოდნელი,
მთაში თოვლის სახით.
დოდო გვაზავას ინფორმაციით, ნალექიანი ამინდი 8 მარტის დღის
პირველ ნახევრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები