იმერეთის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, 40-მდე სოფელი ისევ
გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
ელექტროენერგია არ მიეწოდება 2470 ოჯახს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 28 თებერვლას,
მთელი ღამის განმავლობაში 93 ერთეული ტექნიკით იწმინდებოდა გზები
სტიქიის ზონებში.
მათივე ცნობით, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოები დღესაც
გაგრძელდება.
მასში ჩართულია საგანგებო მართვის სამსახურისა და თავდაცვის
ძალები.
მასალის გამოყენების პირობები