"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის"
დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა დაწესებულებაში
დააბრუნეს.
დაპატიმრებული ჟურნალისტი 4 თებერვლიდან სამოქალაქო კლინიკაში
იმყოფებოდა. იგი სამედიცინო დაწესებულებაში 24 დღიანი შიმშილობის
შემდეგ გადაიყვანეს. მზია ამაღლობელმა შიმშილობა კლინიკაშიც
გააგრძელა, თუმცა, მისი სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის გამო, 38-ე
დღეს პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვაზე
უარი თქვა.
მზია ამაღლობელი უკვე საპატიმრო
დაწესებულებაში იმყოფება. ციხეში გადაყვანას დაპატიმრებული ჟურნალისტი
თავად ითხოვდა. მზია ამაღლობელი ახლა, მისი სისხლის სამართლის
სამართლის საქმეზე ჩანიშნულ პროცესს ელოდება, რომელიც 4 მარტს
ჩატარდება.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს,
ბათუმში, საპროტესტო შინაარსის სტიკერების გაკვრისას მომხდარი
ინციდენტის დროს დააკავეს. აქციაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ
პოლიციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის შელაპარაკების
მომენტში, მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს
სახეში ხელი გაარტყა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. პროკურატურა
დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რის გამოც ჟურნალისტს შვიდ
წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები