ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ კაფე "სავანეს", რომელიც თავად დაანგრია, დასუფთავების გადასახადი დააკისრა
FaceBook
ქუთაისის მერია კაფე "სავანეს" მეპატრონეებისგან 482 ლარის გადახდას ითხოვს.

ისტორიული სანაყინე ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ისე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა, ერთი წლის წინ თავად დაანგრია, ახლა კი არარსებულ შენობაზე დასუფთავების დავალიანება დარიცხა. შესაბამისი შეტყობინება მეპატრონეებმა დღეს მიიღეს.

"7 წელი კაფე "სავანე" არ ფუნქციონირებდა. 2023 წლის 27 დეკემბერს საკუთრება დაგვინგრიეს და 26 თებერვალს,როცა ქალაქში არის სრული კოლაფსი, ზედამხედველობის სამსახურმა მოიცალა ჩვენი "დავალიანებისათვის", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ტურაბელიძე.

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე სანაყინე, მის მფლობელებსა და ქუთაისის მერიას შორის მრავალწლიანი დავის საგანი იყო. 2018 წელს, ადგილობრივმა თვითმმართველობამ განაცხადა, რომ მიწა, რომელზეც კაფეს შენობა იდგა, ბულვარს ეკუთვნოდა და მფლობელებს მიწის საიჯარო თანხა უნდა გადაეხადათ. მერია ყოველწლიურად 20 000 ლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობის დანგრევით იმუქრებოდა. საბოლოოდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია და ისე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა, კაფე დაანგრია. "სავანეს" მეპატრონეები დღემდე მიიჩნევენ, რომ ქუთაისის მერიამ მათ ბიზნესი წაართვა. 


საკადასტრო რუკიდან გამქრალი შენობა -ართმევენ თუ არა „სავანეს“ ქონებას?!
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #სავანე
მსგავსი სიახლეები
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით
გათვალისწინებული ვალდებულების არშესრულების ან არაჯეროვნად
შესრულების შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა
დაწესდება.
14:41 / 26.02.2025
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების არშესრულების ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.
უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, საქართველოს რკინიგზა 26, 27 და 28
თებერვალს, რამდენიმე რეისს აუქმებს.
14:17 / 26.02.2025
უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, საქართველოს რკინიგზა 26, 27 და 28 თებერვალს, რამდენიმე რეისს აუქმებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.